საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტს აქვეყნებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტს აქვეყნებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ დელეგაციასთან შედგა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. საელჩო განცხადების – „დემოკრატიული განვითარება საქართველოში“ ქართულ თარგმანს ავრცელებს:

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.