საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვლიდან დაიწყება #1TVSPORT
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვლიდან დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ონლაინ რეჟიმში 27 თებერვალს, 12:00 საათიდან დაიწყება.

თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია: ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).

საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.