საქართველოსა და ლატვიის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდა #1TVSPORT

10:40, 06.10.2026

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიელ თანატოლებს მეორედ დაუპირისპირდა და მატჩი ამჯერადაც ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ გაიმართა და 2:2 დასრულდა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ამჯერადაც აგებდა – 36-ე წუთზე მარკუს გომინსმა ანგარიში გახსნა, 57-ე წუთზე კი სტუმრებს „ოსასუნას“ შემტევმა ნახევარმცველმა, ნიკოლოზ ბარიხაშვილ-შეყლაშვილმა გაუტანა და წონასწორობა აღადგინა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები B ლიგაში ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანიასა და სან მარინოს დაუპირისპირდება.

მსგავსი