საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 15 ივნისს დაიწყება #1TVSPORT
საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 15 ივნისს დაიწყება #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 15 ივნისს, 12:00 საათიდან biletebi.ge-ზე დაიწყება.

ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ საქართველო 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს გამართავს. შეხვედრა 5 ივლისს, 19:15 საათზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთთან შეხვედრამდე, 2 ივლისს უკრაინას ლატვიაში დაუპირისპირდება.