საქართველოსა და „დინამო თბილისში“ დაფასებული მოთამაშეა - ნეთანიის „მაკაბიმ“ საბა ხვადაგიანი წარადგინა #1TVSPORT
საქართველოსა და „დინამო თბილისში“ დაფასებული მოთამაშეა - ნეთანიის „მაკაბიმ“ საბა ხვადაგიანი წარადგინა #1TVSPORT

ისრაელის უმაღლესი დივიზიონის გუნდმა, ნეთანიის „მაკაბიმ“ გუნდის ახალწვეული, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი და „დინამო თბილისის“ ყოფილი ფეხბურთელი საბა ხვადაგიანი წარადგინა.

„საფეხბურთო კლუბი ნეთანიის „მაკაბი“ გაცნობებთ, რომ კონტრაქტი გავაფორმეთ ქართველ მცველთან, საბა ხვადაგიანთან. ის მეორე ფეხბურთელია, ვინც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შემოუერთდა.

საბა სიმაღლით 186 სანტიმეტრია და მცველის პოზიციაზე თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში ხუთი წელი გამოდიოდა. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, რომლის შემადგენლობაშიც 16 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

თამაშობდა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ერთი მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში ბულგარეთის წინააღმდეგ – 18 წლის ასაკში ეს მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

ხვადაგიანი 2020/21 წლების სეზონიდან სისტემატურად თამაშობდა „დინამო თბილისში“, გუნდში დაფასებული მოთამაშე გახდა და დიდი ყურადღება მიიქცია“, – წერს „მაკაბის“ ოფიციალური ვებგვერდი.