საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყო და პირველი ქულები მოიპოვა – 1:1.
შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. რამაზ სვანაძის ახალმა გუნდმა კარგად დაიწყო და მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა. ლუკა ლაცაბიძის გადაცემის შემდეგ სტუმრებს გაბრიელ სიგუამ გაუტანა.
შესვენების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდია გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა. კარგი შანსები ჰქონდათ მაკნეზი კირკს და ოინ კენის, თუმცა შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, 66-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწიეს – მეთიუ ორის დარტყმით წონასწორობა აღდგა.
ქართველი ახალგაზრდები შემდეგ შეხვედრებს ოქტომბერში ჩაატარებენ – 10 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრებიან, ხოლო 14-ში – მალტას.