საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. შეკრება თბილისში, ახლადაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს.
ნაკრები დაკომპლექტდა როგორც ადგილობრივი ჩემპიონატიდან შერჩეული მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებით. ტურნირი 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში ჩატარდება. გამარჯვებული გუნდი მომდევნო სეზონში მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.
საქართველოს მეტოქეები იქნებიან:
ისლანდია, ახალი ზელანდია (ჯგუფის ფავორიტი), ბულგარეთი, ჩინეთის ტაიპეი და ტაილანდი.
მატჩების განრიგი (თბილისის დროით):
27 აპრილი, 08:30 – საქართველო – ისლანდია
28 აპრილი, 12:00 – საქართველო – ახალი ზელანდია
30 აპრილი, 08:30 – საქართველო – ბულგარეთი
2 მაისი, 05:00 – საქართველო – ჩინეთის ტაიპეი
3 მაისი, 05:00 – საქართველო – ტაილანდი
ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:
ისლანდია: 3 მატჩი – 2 მოგება, 1 მარცხი
ახალი ზელანდია: 2 მატჩი – 2 მარცხი
ბულგარეთი: 6 მატჩი – 3 მოგება, 3 მარცხი
ჩინეთის ტაიპეი: 2 მატჩი – 2 მოგება
ტაილანდი: 1 მატჩი – 1 მოგება
2024 წელს საქართველომ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და წელს უკვე ჯგუფში დაწინაურების სერიოზული ამბიცია აქვს.
ზაქარია ხეჩუაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი: „ბოლო წლებია, ჩვენი ნაკრები პროგრესირებს და წელს გამარჯვებისთვის ვართ მოტივირებულნი. ჩვენი მიზანი A ჯგუფში დაწინაურებაა“.
გიორგი ჩილინდარაშვილი, ნაკრების წევრი: „შეკრება კარგად მიმდინარეობს. გუნდში კარგი ატმოსფეროა და გვჯერა, ისტორიული წარმატების მიღწევა შეგვიძლია“.
სანდრო ნადირაშვილი, ნაკრების წევრი: „ჩვენი მთავარი უპირატესობა გუნდურობაა. ვიცით, რომ არამარტივი ჯგუფია, თუმცა მზად ვართ ბრძოლისთვის“.