საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე მეორე შეხვედრაში სამხრეთ კორეა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე მეორე შეხვედრაში სამხრეთ კორეა დაამარცხა #1TVSPORT

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ტურნირზე მეორე შეხვედრა სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 19:7 დაამარცხა.

ჩვენი გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი) თამაშობს. უნივერსიადაზე საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან მონაწილეობას, საქართველოს წყალბურთელთა გუნდის გარდა, მოცურავეები და წყალში მხტომელებიც მიიღებენ.