საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე ჩინეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე ჩინეთი დაამარცხა #1TVSPORT

დღეს, 27 ივლისს ჩინეთში სტარტი აიღო მსოფლიო უნივერსიადამ, სადაც შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართება. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან მონაწილეობას წყალბურთის გუნდი, მოცურავეები და წყალში მხტომელები მიიღებენ.

საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ტურნირზე პირველი შეხვედრა მასპინძელი ჩინეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 13:7 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი) თამაშობს.