საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე იტალიასთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის აშშ-ს დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე იტალიასთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის აშშ-ს დაუპირისპირდება #1TVSPORT

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტური გუნდი ტურნირის ნახევარფინალში იტალიის ძლიერ ნაკრებთან ანგარიშით 10:11 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სტუდენტები სამი მოგებით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი) თამაშობდა.