საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შეხვდება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შეხვდება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ლიგაზე დღეს „ა“ ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს. რეზო ჩომახიძის გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. წყალბურთში მსოფლიო ლიგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 გუნდი ასპარეზობს

ა ჯგუფი – იტალია, საბერძნეთი, საქართველო

ბ ჯგუფი – უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი

გ ჯგუფი – სერბეთი, ხორვატია, ჰოლანდია

დ ჯგუფი – მონტენეგრო, ესპანეთი, უკრაინა

ა ჯგუფში პირველი შეხვედრაში იტალიამ საბერძნეთს გასვლაზე 9:6 მოუგო.

იტალიისა და საქართველოს მატჩი დღეს ქალაქ ჩივიტა ვეკიაში თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. ჯგუფის მომდევნო მატჩს რეზო ჩომახიძის გუნდი 2020 წლის 12 თებერვალს თბილისში, ოლიმპიკის აუზზე საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალს პლანეტის 8 უძლიერესი გუნდი ითამაშებს. რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება.