საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა 9:7 (ვიდეო)

20:19, 12.10.2019

წყალბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშშიც აისახა და ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 9:7 დაამარცხა.

სპორტი

13 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შეხვედრას შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

 

მსგავსი