საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

14-21 თებერვალს როტერდამში წყალბურთში ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი გაიმართება.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის დეიან სტანოიევიჩის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებში 12 თებერვალს გაემგზავრება.

ჩვენ გუნდი „ბ“ ჯგუფში თურქეთის, კანადის, ბრაზილიის, საბერძნეთისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 14 თებერვალს, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრებმა როტერდამში გამგზავრებამდე დღეს სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ ღია ვარჯიში გამართა.