საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

აშშ-ს ქალაქ კორალვილში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობდა და გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

პირველ შეხვედრაში ქართველმა ფალავნებმა მონღოლეთის ნაკრების წევრებს 7:3 მოუგეს. მეორე პაექრობა საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის გუნდთან 0:10 დათმო.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა საქართველოს გუნდმა მსოფლიო ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:8 დამარცხდა.

ქართველთაგან წარმატება სოლომონ მანაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვეს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთადერთი ევროპული გუნდი იყო, რომელმაც წელს მსოფლიო თასის გათამაშებაზე იასპარეზა.