საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ვაცლავ ციოლკოვსკის სახელობის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ვაცლავ ციოლკოვსკის სახელობის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.
 
ქართველმა ფალავნებმა ვარშავაში ექვსი სხვადასხვა სინჯის მათგან სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრი რანგით უმაღლესი კატეგორიის არის და ის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ეგიდით ტარდება. გუნდურ ჩათვლაში 136 ქულით გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა პირველობა არავის დაუთმეს, 135 ქულით მეორე ადგილზე ყაზახეთის ნაკრები გავიდა, ხოლო 134 ქულით მესამე ადგილზე რუსეთის ნაკრებია.

70, 74 და 97 კგ. წონით კატეგორიებში ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ. გამზრდელი ბაბუის გარდაცვალების გამო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მწვრთნელებთან შეთანხმებით 65 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი არ იჭიდავა და მას ვერცხლის მედალი გადაეცა, ასევე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა 79კგ-ში მოჭიდავე დავით ხუციშვილი.

 

⭕ ზურაბ იაკობიშვილის (70კგ) გამარჯვება პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში!

⭕ მე-3 ოქრო და ჯამში მე-6 მედალის საქართველოს ყულაბაში!

Posted by გიორგი იანტბელიძე / Giorgi Iantbelidze on კვირა, 09 სექტემბერი, 2018

⭕ ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში 12:0 სძლია საქმე ყაზახ მამედ იბრაგიმოვს.

მეორე ოქრო საქართველოს ყულაბაში !!!

Posted by გიორგი იანტბელიძე / Giorgi Iantbelidze on შაბათი, 08 სექტემბერი, 2018

⭕ ავთანდილ კენჭაძე (74კგ) პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია !!!

ფინალში მან ქულების აშკარა უპირატესობით…

Posted by გიორგი იანტბელიძე / Giorgi Iantbelidze on შაბათი, 08 სექტემბერი, 2018

 

 

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ბრინჯაოს მედალოსანი დავით მარსაგიშვილი გახდა.

ვარშავაში ასევე ოთარ გოგავამ, ბექა ლომთაძემ და სანდრო ამინაშვილმა იჭიდავეს თუმცა წარუმატებლად, ისინი პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

👉 გუნდური პირველობა – პოლონეთის საერთაშორისო ტურნირი

1. 🇬🇪 საქართველო (136)
2. 🇰🇿 ყაზახეთი (135)
3. 🇷🇺 რუსეთი (134)

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 სექტემბერი, 2018