საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებს #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებს #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – რობერტ დინგაშვილი
61 კგ – გიორგი ღონიაშვილი
65 კგ – ნიკა ზაქაშვილი
70 კგ – აკაკი ქემერტელიძე
74 კგ – გიორგი ელბაქიძე
79 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი
86 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე
92 კგ – მირიანი მაისურაძე
97 კგ – გივი მაჭარაშვილი
125 კგ – სოლომონ მანაშვილი

24 აპრილს ხალიჩაზე გავლენ რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ნიკა ზაქაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება, ნახევარფინალები 19:00 საათზე გაიმართება, ფინალური ბლოკი კი 25 აპრილს ჩატარდება.

ორი დღის წინ ტირანაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვა – იური ლომაძე (72 კგ), ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) – ბრინჯაოს მედლებს.