საქართველოს თასზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია
საქართველოს თასზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მთავარი საფეხბურთო ლიგის ორი გუნდიდან ერთი გათამაშებას გაემოეთიშა.

წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ ლიგა 2-ის წარმომადგენელმა „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის „თელავს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძელთა 37 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ გახსნა. 56-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დემურ ჩიხრაძემ დააფიქსირა და წყალტუბოელები ნახევარფინალში გავიდნენ.

სამაგიეროდ, წარმატებას ეროვნული ლიგის გუნდმა, „ჩიხურამ“ მიაღწია – საჩხერელები „სპაერის“ სტადიონზე მესამელიგელ „თბილისი სითის“ შეხვდნენ და ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. სტუმრები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ და საბოლოოდ, დამაჯერებლადაც მოიგეს – საჩხერელებიდან კახა კახაბრიშვილმა (41, 63) დუბლი შეასრულა, თითო-თითო გაიტანეს ბესიკ დეკანოიძემ (18), ლუკა კიკაბიძემ (75) და დავით მუჯირმა (90+1), ხოლო თბილისელებიდან ლევან ქალდანმა (50) და გიორგი შუბითიძემ (84).

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის დარჩენილი ორი მატჩი 27 სექტემბერს გაიმართება და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ მატჩები ერთრაუნდიანია.

მეოთხედფინალი

კვირა, 27 სექტემბერი

საბურთალო – ტორპედო

15:00. თბილისი – მიხეილ მესხი

გაგრა – დილა

15:00. თბილისი. ტექნიკური ცენტრი „ბასა“

დატოვე კომენტარი