საქართველოს თასზე მეორე ეტაპი დაიწყო - „თელავმა“ „ბახმარო“ დაამარცხა
საქართველოს თასზე მეორე ეტაპი დაიწყო - „თელავმა“ „ბახმარო“ დაამარცხა

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპის ბოლო მატჩი ჩატარდა და ცნობილი გახდა ყველა გუნდი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.

პირველი ეტაპი

კოლხეთი 1913 – შევარდენი 1:1 (პენალტების სერიით 5:4)

ბეთლემი – მეშახტე 2:2 (პენალტების სერიით 4:3)

მარტვილის მერანი – არაგვი 3:1

დღესვე დაიწყო საქართველოს თასის მეორე ეტაპი. პირველი მატჩი ჩოხატაურის „ბორის პაიჭაძე – არენაზე“ შედგა, სადაც „ბახმარომ“ ეროვნული ლიგის გუნდს, „თელავს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. თელაველებმა მესამე ლიგის აუტსაიდერის წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის მიწურულს დაძლიეს – სტუმრებიდან თავი ჰოვანეს პოღოსიანმა (85) (რომელმაც „თელავის“ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა) და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა (87) გამოიჩინეს.

მეორე ეტაპის სხვა მატჩები 27, 29 და 30 აგვისტოს გაიმართება, მასში ეროვნული ლიგის ექვსი გუნდში ჩაერთვება. ევროთასების მონაწილე გუნდები კი მესამე ეტაპიდან ითამაშებენ.