საქართველოს თასზე ბოლო მეოთხედფინალისტი გამოვლინდება - შეხვედრის მსაჯი შეიცვალა #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ბოლო მეოთხედფინალისტი დღეს გახდება ცნობილი – მერვედფინალში „სპაერი“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.
შეხვედრამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მატჩის არბიტრი შეიცვალა. თავდაპირველად შეხვედრის მსაჯად კოტე გიორგაძე იყო დანიშნული, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. სწორედ ამ მიზეზით, მსაჯთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მერვედფინალურ შეხვედრაში გიორგაძეს აკაკი ფარჯიკია შეცვლის.
„სპაერისა“ და ფოთის „კოლხეთის“ მერვედფინალური მატჩი 20 აგვისტოს თბილისში, „სპაერის“ სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში გორის „დილას“ შეხვდება.