საქართველოს თასისთვის მეოთხელიგელი „ბეთლემიც“ იბრძვის - გათამაშების მეორე ეტაპი დასრულებულია
საქართველოს თასისთვის მეოთხელიგელი „ბეთლემიც“ იბრძვის - გათამაშების მეორე ეტაპი დასრულებულია

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ყველა მერვედფინალისტი გაირკვა – მეორე ეტაპის მატჩები დასრულდა და ჯილოდოსთვის მებრძოლთა წრე განახევრდა.

ბოლო სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა. საგარეჯოს „არსენ მეკოკიშვილი არენაზე“ „გარეჯმა“ მარტვილის „მერანი“ 111-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძის გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და მერვედფინალშია.

ქედაში ლიგა 4-ის „ბეთლემისა“ და „გორის“ მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. მასპინძლებიდან თავი ნიკა ჩიხლაძემ და ნიკა დიასამიძემ გამოიჩინეს, ხოლო სტუმრებიდან დუბლი გიორგი ცეცხლაძის ანგარიშზეა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშვნა, რომელიც მასპინძლებმა უკეთესად შეასრულეს 4:3 და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ლიგა 4-ის ერთადერთი წარმომადგენლები იქნებიან.

ძირითად დროში გამარჯვებული მხოლოდ ფოთში გამოვლინდა – „გაგრამ“ „კოლხეთი 1913“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. მე-3 წუთზე ანგარიში გიორგი ქობულაძემ გახსნა. 27-ე წუთზე მასპინძელთა მცველი დავით მეგრელიშვილი მოედნდიან გააძევეს, რითაც „გაგრამ“ კარგად ისარგებლა და კიდევ სამი გოლი გაიტანა – სამივე მიხეილ ერგემლიძის (19, 45+1, 49) ანაგარიშზეა.

საქართველოს თასის 1/8-ფინალში გათამაშებას ევროთასების მონაწილე ეროვნული ლიგის ოთხი გუნდი შეუერთდება – თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და თბილისის „ლოკომოტივი“. მათ გარდა, თასისთვის იბრძოლებს წყალტუბოს „სამგურალი“, „გაგრა“. „თბილისი სითი“, „სპაერი“, „გარეჯი“, „ბეთლემი“, „თელავი“, „სამტრედია“, გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“, საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „მერანი“.