საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია - „ლოკომოტივი 2“ ტიტულისთის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია - „ლოკომოტივი 2“ ტიტულისთის ბრძოლას აგრძელებს #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/4-ფინალური მატჩი გაიმართა და ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა. თბილისის „ლოკომოტივი 2“ საქართელოს თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, როდესაც მთავარი „ლოკომოტივი“ გათამაშებას გამოეთიშა.

1/4-ფინალი


რუსთავი – ტორპედო – 2 : 4


ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში ქუთაისელებმა დამაჯერებლად მოიგეს. დუბლი შეასრულა პედრო მონტეირომ (67, 86), თითო-თითო გაიტანეს გიორგი კუხიანიძემ (22) და თორნიკე ახვლედიანმა (42), რუსთაველებიდან კი თავი გამოიჩინეს პაატა კიტეიშვილმა (3) და იუტა ნაკანომ (48).


დინამო თბილისი – დილა 2 : 1


„დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გორელები 28-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა, მაგრამ უსმალე კამარას (30) და ულად ომარ-იმრანის (74) გოლებით „დინამო“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია.


შუქურა – საბურთალო 0 : 2


ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ცენტრში „საბურთალო“ მე-7 წუთზე იური ტაბატაძემ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში გურამ გოშთელიანმა 49-ე წუთზე დააფიქსირა და თასის მოქმედი გამარჯვებული ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს.


ლოკომოტივი 2 – გურია 1 : 0


საგურამოს „ლოკო არენაზე“ მატჩის ბედი ბოლოს გადაწყდა, 90+5-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რევაზ ხინჩიაშვილმა გამოიყენა და გუნდი ნახევარფინალშია.