საქართველოს თასის წყვილები გაირკვა – ფინალს „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს #1TVSPORT

21:10, 04.05.2026

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის პირველი და მეორე ეტაპის წყვილები ცნობილია – წილისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

დავით ყიფიანის სახელობის თასის 2026 წლის გათამაშება, გასული სეზონის შედეგების მიხედვით, წინასწარ შედგენილი სატურნირო ბადით წარიმართება – გადაწყვეტილება სეზონის დაწყებამდე იქნა მიღებული.

წილისყრაზე, ფინალური მატჩის ჩათვლით, პოტენციური წყვილების მასპინძლები გამოვლინდნენ. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის მატჩები, შესაბამისად, 24 მაისსა და 26 ივნისს გაიმართება. ეროვნული ლიგის გუნდები საქართველოს თასის გათამაშებაში 1/16-ფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 25 ივლისს დაიწყება.

ბოლო წლებში პირველად, ფინალის მასპინძელი არენა წინასწარ დასახელდა – საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი