საქართველოს თასის წილისყრა - მერვედფინალიდან ტურნირს ევროტურნირების მონაწილეები შეუერთდებიან #1TVSPORT
საქართველოს თასის წილისყრა - მერვედფინალიდან ტურნირს ევროტურნირების მონაწილეები შეუერთდებიან #1TVSPORT

8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 და 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

მეორე ეტაპზე წარმატებულ გუნდებს მეთექვსმეტედფინალში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 12 კლუბი დაემატა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

1/16 ფინალი

შაბათი, 22 ივლისი

„ირაო“ – „მერანი“ (მარტვილი)

„გარეჯი“ – „მერანი“ (თბილისი)

„სიონი“ – „სამტრედია“

„ვიტ ჯორჯია“ – „თელავი“

„ვიტ ჯორჯია 2„ – „კოლხეთი“ (ხობი)

„ლოკომოტივი“ – „შუქურა“

„გურია“ – „საბურთალო“

„ბეთლემი“ – „გონიო“

„ბახმარო“ – „სპაერი“

„მაჭახელა“ – „კოლხეთი“ (ფოთი)

„შუქურა 2“ – „მეშახტე“

„სამგურალი“ – „გაგრა“

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს 1/8-ფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები – „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეუერთდებიან.

წილისყრის შედეგად, 1/8-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„ბეთლემი“/„გონიო“ – „მაჭახელა“/„კოლხეთი“ (ფოთი)

„ვიტ ჯორჯია“/„თელავი“ – „სამგურალი“/„გაგრა“

„ბახმარო“/„სპაერი“ – „ტორპედო“

„გარეჯი“/„მერანი“ (თბ) – „დილა“

„სიონი“/„სამტრედია“ – „დინამო“ (ბთ)

„ირაო“/„მერანი“ (მარტვილი) – „შუქურა 2“/„მეშახტე“

„ვიტ ჯორჯია“/„თელავი“ – „გურია“/„საბურთალო“

„დინამო თბილისი“ – „ლოკომოტივი“/„შუქურა“

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 29-30 ივლისს ჩატარდება.