საქართველოს თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია – ბათუმის „დინამომ“ ქუთაისში „ტორპედო“ დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს თასის მეოთედფინალში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ნახევარფინალის საგზური დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში დათმო – 2:4.
ბათუმელები უერდი მარამ მე-11 წუთზე პენალტით დააწინაურა, მაგრამ კომნენ ანდრიჩისა (35) და დიეგო დეისაძის (45+3) გოლებით „ტორპედო“ დაწინაურდა. „დინამომ“ 77-ე წუთზე ულად-ომარ იმრანის დარტყმით წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
94-ე წუთზე მასპინძლებს ბოლო იმედის ჯარიმისთვის დავით ბუკია გაუძევეს, რიცხვობრივი უპირატესობით ბათუმელებმა ისარგებლეს და 103-ე წუთზე უერდი მარას შესრულებული მეორე პენალტით ისევ წინ გავიდნენ, ხოლო საბოლოო ანგარიში 120-ე წუთზე მაურიდესმა დააფიქსირა.
1/4-ფინალის კიდევ ორი მატჩი თბილისსა და გორში გაიმართა და ორივე დაძაბული გამოდგა. გორში „დილამ“ 120+1-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა, ხოლო „გაგრამ“ ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.