საქართველოს თასის სამი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია #1TVSPORT

22:20, 13.08.2025

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში თბილისის „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა და მეშვიდე მეოთხედფინალისტი გახდა.

მხოლოდ ერთი 1/8-ფინალური თამაში დარჩა გასამართი, რომელიც 20 აგვისტოს „სპაერსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის შედგება და ოთხივე მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდება.

საქართველოს თასი 1/4-ფინალი:

სამშაბათი, 23 სექტემბერი

„მეშახტე“ – „იბერია“

„ლოკომოტივი“ – „დინამო“ (ბთ)

„დილა“- „სპაერი“ ან „კოლხეთი“ (ფ)

„რუსთავი“ – „სამტრედია“

მსგავსი