საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია – წილისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

თასისთვის მებრძოლ ოთხეულში გუნდები თანაბრად გადანაწილდნენ ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2-დან – ორივეს 2-2 გუნდი წარმაოდგენს.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ლიგა2-ის წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნულ ლიდერ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლებს, ხოლო რანგით ასევე მეორე ლიგის „გაგრა“ მთავარი ლიგის წარმომადგენელ „საბურთალოს“.

დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძელი. ფინალურ მატჩს მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს „სამგურალსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრების გამართვის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ფინალში გასული გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.