საქართველოს თასის ნახევარფინალისტები გაირკვა - კიდევ ერთი სენსაცია „გაგრასგან“ [ვიდეო]
საქართველოს თასის ნახევარფინალისტები გაირკვა - კიდევ ერთი სენსაცია „გაგრასგან“ [ვიდეო]

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა ნახევარფინალისტი გარკვეულია.

„მიხეილ მესხი არენაზე“ „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დამაჯერებალად მოიგო. 65-ე წუთზე ანგარიში თბილისელთა კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე, „საბურთალოს” კამერუნელმა შემტევმა – ოლივიე ბუმალიმ დააფიქსირა (2:0) და თბილისელები ნახევარფინალში გავიდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ შეხვედრაში კი ლიგა 2-ის „გაგრა“ მორიგი სათასო სენსაციის ავტორი გახდა. ბათუმის „დინამოს“ გამოგდების შემდეგ გუნდმა ამჯერად ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გორის „დილა“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი და დამატებული დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კიგორელთა ნახევარმცველის, თამაზ ცეცხლაძეს დარტყმული ბურთი „გაგრას“ მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია და თავისი გუნდი თასის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გაიყვანა (5:3).


ამგვარად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია – ტიტულისთვის ბრძოლას ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ორ-ორი გუნდი აგრძელებს – „საბურთალო“, „გაგრა“, წყალტუბოს „სამგურალი“ და საჩხერის „ჩიხურა“. ნახევარფინალური მატჩებიც ერთრაუნდიანი იქნება.