საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია – წილისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. პრიზისთვის ბრძოლას ეროვნული ლიგის 10, ეროვნული ლიგა 2-ის ორი, ლიგა 3-ის სამი და ლიგა 4-ის ერთი გუნდი აგრძელებს.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 19, 20, 21 სექტემბერს გაიმართება. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მერვედფინალი

პარასკევი, 18 სექტემბერი

გარეჯი – სამგურალი 15:30

შაბათი, 19 სექტემბერი

გაგრა – ბათუმის დინამო 15:30

სპაერი – დილა 19:00

კვირა, 20 სექტემბერი

საბურთალო – დინამო თბილისი 15:30

ბეთლემი – ტორპედო 15:30

თბილისი სითი – სამტრედია 15:30

თელავი – თბილისის მერანი 19:00

ორშაბათი, 21 სექტემბერი

ჩიხურა – ლოკომოტივი 15:30