საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია #1TVSPORT
„სპაერმა“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში შინ ფოთის „კოლხეთი“ 4:2 დაამარცხა და ბოლო მეოთხედფინალისტი გახდა.
ეს მატჩი „სპაერის“ კონფერენს ლიგაზე მონაწილეობის გამო მერვედფინალებიდან ყველაზე გვიან გაიმართა. მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა კი წინასწარ ჩატარდა და უკვე ცნობილია, ვინ ვის შეხვდება.
საქართველოს თასის მეოთხედფინალები 23 სექტემბერს გაიმართება.
მეოთხედფინალური ეტაპი:
სამშაბათი, 23 სექტემბერი:
„მეშახტე“ – „იბერია 1999“
„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“
„სპაერი“ – „დილა“
„რუსთავი“ – „სამტრედია“
ყველა შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.