ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში მონაწილეობდნენ გათამაშების პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები, რომელთაც ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი წარმომადგენელი დაემატა: „დინამო თბილისი 2“, ფოთის „კოლხეთი“, ხობის „კოლხეთი“ და თბილისის „ვიტ ჯორჯია“.
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩები 26 და 27 მაისს გაიმართება.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„ირაო“ – „ბორჯომი“
„გორი“ – „კოლხეთი“ (ხობი)
„ბეთლემი“ – „არაგვი“
„გარდაბანი“ – „მეშახტე“
„მერანი 2“ (მარტვილი) – „კოლხეთი“ (ფოთი)
„შუქურა 2“ – „თბილისი სითი“
„ცხუმი“ – „გონიო“
„მფკ ბასა“ – „გურია“
„იუჯი 35“ – „ბახმარო“
„ვიტ ჯორჯია 2“ – „სქური“
„დინამო 2“ (თბილისი) – „ვიტ ჯორჯია“
„მაჭახელა“ – „საბურთალო 2“