საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის დაწყების დრო გაირკვა. მატჩი 5 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
ერთმანეთს მთავარი ჯილდოსთვის სხვადასხვა ლიგის მე-6 ადგილზე მყოფი გუნდები შეხვდება – ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი თბილისის „სპაერი“ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.
„სპაერი“ მეხუთე გუნდია დაბალი ლიგიდან, რომელმაც თასის ბოლო ეტაპს მიაღწია. მანამდე ეს შეძლეს „გაგრამ“, მარტვილის „მერანმა“, წყალტუბოს „სამგურალმა“ და „ლოკომოტივი 2“-მა.
2017 წლის პირველ მარტს დაფუძნებული „სპაერი“ თავდაპირველად სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა, სეზონის ბოლოს რეგიონულ ლიგაში გადავიდა. 2019 წელს ლიგა 4-ის გამარჯვებულმა ლიგა 3-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, 2021 წელს ლიგა 3-ი მოიგო და ლიგა 2-ში დაწინაურდა. ზედიზედ ორჯერ „სპაერმა“ შეძლო, რომ უმაღლესი ლიგისთვის ფლეი ოფში ეთამაშა, მაგრამ მთავარ ლიგაში თამაში და ტიტულის მოპოვება დღემდე ვერ მოახერხა.
„დინამო თბილისი“ კი საქართველოს თასის 13-გზის მფლობელია, რაც ტურნირის რეკორდია. ეს გუნდმა 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2014 და 2015 წლებში მოახერხა, ხოლო ორჯერ ფინალში (1998, 2010) დამარცხდა.