საქართველოს თასის 1/16-ფინალი | „გაგრა“ „მეშახტესთან“ დამარცხდა, „კოლხეთმა“ პენალტების სერიაში მოიგო #1TVSPORT
საქართველოს თასზე 1/16-ფინალის კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ლიგა 2-ში მოთამაშე ტყიბულის „მეშახტემ“, რომელსაც ლადო ბურდული წვრთნის, ეროვნული ლიგის წარმომადგენელ „გაგრას“ 2:1 სძლია.
ეროვნული ლიგის გუნდების, საგარეჯოს „გარეჯისა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირებაში ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა – ეს ერთადერთი შეხვედრა იყო, სადაც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა – თერთმეტმეტრიანები უკეთ ფოთელებმა შეასრულეს და თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
1/16-ფინალი
19 ივლისი
„ალგეთი“ – „შტურმი“ 0:8
„სამცხე“ – „ოდიში“ 0:1
„იუჯი 35“ – „მერანი“ (მარტვილი) 2:8
„სამტრედია“ – „დინამო თბილისი“ 1:0
20 ივლისი
„მეშახტე“ – „გაგრა“ 2:1
„ლოკომოტივი“ – „დინამო 2“ (თბ) 3:0
„გაგრა 2“ – „დინამო“ (ბთ) 0:5
„რუსთავი“ – „თელავი“ 1:0
„გონიო“ – „სამგურალი“ 0:1
„გარეჯი“ – „კოლხეთი“ 1:1, პენ. 2:4
ორი მერვედფინალისტი 21-22 ივლისს გამოვლინდება.
ორშაბათი, 21 ივლისი
„ვიტ ჯორჯია“ – „იბერია 2“
სამშაბათი, 22 ივლისი
„თბილისი 2025“ – „სიონი“
მერვედფინალური წყვილები:
„შტურმი“ – „ლოკომოტივი“
„ოდიში 1919“- „სამტრედია“
„რუსთავი“ – „ვიტ ჯორჯია“ / „იბერია 2“
„მერანი“ (მ) – „მეშახტე“
„დინამო“ (ბთ) – „თბილისი 2025“ / „სიონი“
„იბერია“ – „ტორპედო“
„სპაერი“ – „კოლხეთი“ (ფ)
„სამგურალი“ – „დილა“
მატჩები 26 და 27 ივლისს გაიმართება