საქართველოს თასი ქალ ფეხბურთელთა შორის პირველად გათამაშდება
საქართველოს თასი ქალ ფეხბურთელთა შორის პირველად გათამაშდება

საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა ქალ ფეხბურთელთა შორის ხვალ, 23 აგვისტოს გაიმართება. ისტორიაში პირველი თასის გათამაშების გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის „ნიკე“ და ლანჩხუთის „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდებიან.

ეს გუნდები გასულ სეზონში ქალთა ლიგაში საუკეთესოები იყვნენ – „ნიკე“ ჩემპიონი გახდა, ხოლო „ლანჩხუთი“ მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს თასის გათამაშება 10 აგვისტოს დაიწყო და ტიტულისთვის რვა გუნდი იბრძოდა.

გამარჯვებული მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გამოვლინდება. ფინალური მატჩი ხვალ, 23 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება. ფინალზე დასწრება თავისუფალია.