საქართველოს თასი | მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT
საქართველოს თასი | მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალის დარჩენილი ერთი შეხვედრა თბილისში გაიმართა და 1/8-ფინალური წყვილები დაკომპლექტდა.

ბოლნისის „სიონი“ ლიგა 2-ის წარმომადგენელ „თბილისი 2025-ს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ 43-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლები 3:2 დაამარცხა. ბოლნისელებიდან დუბლი შეასრულა დათა სიჭინავამ, ერთი გოლიც ლუკა ჩაგანავას ანგარიშზეა.

საქართველოს თასის 1/8-ფინალში ბოლნისის „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. შეხვედრებიდან ერთი გადაიდო – „იბერია 1999-სა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება, რადგან ორივე გუნდი ევროთასებზე თამაშობს. ამ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:

1/8-ფინალი

შაბათი, 26 ივლისი

ოდიში 1919 – სამტრედია

მეშახტე – მარტვილის მერანი

იბერია 1999 – ტორპედო (გადადებულია)

შტურმი – ლოკომოტივი

კვირა, 27 ივლისი

სიონი – ბათუმის დინამო

სპაერი – კოლხეთი 1913

იბერია 2 – რუსთავი

სამგურალი – დილა