საქართველოს თასი | ლიგა 2-ის „სამტრედიამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა – „მერანმა“ რვა გოლი გაიტანა #1TVSPORT

18:52, 19.07.2025

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართა, რომელშიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ლიგა 2-ის მეცხრეადგილოსანმა, „სამტრედიამ“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებს მე-11 წუთზე შეეძლოთ ანგარიშიც გახსნა, მაგრამ გია მანჯგალაძემ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი თბილისელთა მეკარემ, გიორგი ლორიამ მოიგერია. „სამტრედიამ“ მიზანს 37-ე წუთზე მიაღწია – „დინამოს“ ერიკ ბარიოსმა გაუტანა და გუნდი 1/8-ფინალში გაიყვანა.

„იუჯი 35“-მა მარტვილის „მერანი“ მიიღო და 2:8 დამარცხდა. მარტვილელების უზბეკმა თავდამსხმელმა, ჯავოხირ ესონკულოვმა ჰეთთრიკი შეასრულა. თითო გოლი ბაქარ ლაღაძის, დავით ბოლოთაშვილის, დავით ხორავას, ლუკა ბეგალიშვილისა და ჯუმბერ ხმელიძის (90+1) ანგარიშზეა. „იუჯიდან“ თავი გიორგი ცერცვაძემ და შაქრო ძიძიგურმა გამოიჩინეს.

მსგავსი