საქართველოს თასი | დღეს ნახევარფინალებია - „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩზე ვიდეორეფერი იმუშავებს #1TVSPORT
საქართველოს თასი | დღეს ნახევარფინალებია - „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩზე ვიდეორეფერი იმუშავებს #1TVSPORT

2 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება და ცნობილი გახდება, რომელი გუნდები იბრძოლებენ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტიტულისთვის.

ცნობილი გახდა სამსაჯო ბრიგადების შემადგენლობა, რომლებიც თასის ნახევარფინალურ მატჩებს განსჯიან. ზესტაფონში კი „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გამართულ მატჩზე ვიდეორეფერიც იმუშავებს.

13:00 ზესტაფონი | „ტორპედო“ – „დინამო თბილისი“

მთავარი არბიტრი – დავით ხარიტონაშვილი

ვიდეორეფერი – გიორგი ყრუაშვილი; ვიდეოასისტენტი – ზაზა ფიფია

13:00 საგურამო | „ლოკომოტივი 2“ – „საბურთალო“

მთავარი არბიტრი – ირაკლი კვირიკაშვილი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის YouTube-არხი შემოგთავაზებთ.