საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები ცნობილია #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომელი სტადიონები უმასპინძლებენ 30 ივნისს სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩებს.

ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი ითამაშებს – მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები – ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.

30 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის დილას შეხვდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ბათუმის „დინამოს“. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ევრო 2023-ის მეოთხედფინალური მატჩები „დინამო არენასა“ და „რამაზ შენგელია არენაზე“ იმართება, „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“, მშობლიური სტადიონების ნაცვლად, მეტოქეებს „მიხეილ მესხსა“ და სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ უმასპინძლებენ.

ნახევარფინალური მატჩების განრიგი:

„დინამო თბილისი“ – „დილა“
20:00, „მიხეილ მესხი“, თბილისი

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“
17:00, „ეროსი მანჯგალაძე“, სამტრედია

საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.