საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს გაიმართება #1TVSPORT

ცნობილი გახდა სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩების გამართვის თარიღი და დრო.

ტურნირი ოთხგუნდიანი ფორმატით გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ 26 ივნისს გასული სეზონის მეორეადგილოსანს, გორის „დილას“ დაუპირისპირდება – მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო“ კი 27 ივნისს საქართველოს თასის მფლობელს, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „სპაერს“ შეხვდება. ეს მატჩიც „პეტრიაშვილი არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის გამარჯვებულები ტიტულისთვის ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს.