საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალები - 27 ივნისს, ხოლო ფინალი პირველ ივლისს გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალები - 27 ივნისს, ხოლო ფინალი პირველ ივლისს გაიმართება #1TVSPORT

საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალებისა და ფინალის თარიღები ცნობილია.

სლავა მეტრეველის სახელობის ჯილდოსთვის საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი იბრძოლებს – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის „დილა“, ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული ქუთაისის „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“.

ნახევარფინალები:

27 ივნისი, „მიხეილ მესხი“

19:00 | „იბერია“ – „დინამო თბილისი“

27 ივნისი, „თენგიზ ბურჯანაძე“

21:00 | „დილა“ – „ტორპედო“

ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ორივე შეხვედრა პირველ ივლისს გაიმართება.