საქართველოს სუპერთასის ფინალში „ტორპედო“ და „იბერია“ ითამაშებენ – „დილა“ და „დინამო თბილისი“ მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

23:22, 27.06.2026

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ 1:0 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.

გორში გამართულ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა, რომელმაც ქუთაისლებს ფინალის საგზური მოუტანა.

მეორე ნახევარფინალში საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ „დინამო თბილისს“ 1:0 სძლია.

ამრიგად, ნახევარფინალში გამარჯვებული „იბერია“ და ქუთაისის „ტორპედო“ ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი