საქართველოს სუპერთასი - „საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ შემადგენლობები ცნობილია
საქართველოს სუპერთასი - „საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ შემადგენლობები ცნობილია

რამდენიმე წუთში გორში საფეხბურთო სეზონი დაიწყება – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი „საბურთალო“ თასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასისთვის დაუპირისპირდება.

ცნობილი გახდა გუნდების ძირითადი შემადგენლობები:

„საბურთალო“ – მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, გორგიაშვილი, გონსალვეში, ინტერს გი, დიასამიძე, კოხრეიძე

„ტორპედო” – კვასხვაძე, გეგეჩკორი, კობახიძე, აზაცკი, სტიეპოვიჩი, ცინცაძე, გიგაური, დოლიძე, ქიმაძე, ნ. ქავთარაძე, ზივზივაძე

„საბურთალო“ ამ საპატიო ტიტულისთვის პირველად ითამაშებს, ქუთაისელები კი პრიზის მოპოვებას მეოთხედ შეეცდებიან. მატჩზე დასწრება თავისუფალია. სტადიონზე მისული პირველი 1000 ქომაგი საქართველო-შვეიცარიის ნაკრებების მატჩზე დასასწრებ ბილეთს მიიღებს. სუპერთასის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.