საქართველოს სუპერთასი | ქუთაისის „ტორპედომ“ „იბერია“ დაამარცხა და შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასი | ქუთაისის „ტორპედომ“ „იბერია“ დაამარცხა და შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის „იბერია“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ მატჩში „იბერიას“ დისკვალიფიცირებული იური ტაბატაძე დააკლდა, ხოლო ივა გელაშვილი მოედანს დაუბრუნდა. ქუთაისელებს არ ჰყავდათ ბიორნ იონსენი და მეკარე ფილიპ კლიაჩი. რაც შეეხება მთავარ შემტევს, პაატა ღუდუშაურს, რომელმაც ნახევარფინალი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, ის მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოვიდა, თუმცა მეტოქეებმა რეალური საგოლე მომენტები, ფაქტობრივად, ვერ შექმნეს. მეორე ტაიმში რამდენიმე მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა – 0:0.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. დარტყმები უკეთ „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შეასრულეს – 3:2.

სუპერთასის გამარჯვებული ხვალ გაირკვევა – ფინალურ მატჩში ერთმანეთს გორის „დილა“ და „სპაერი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 20:00 საათზე „დავით პეტრიაშილი არენაზე“ გაიმართება.