საქართველოს სუპერთასი | გორის „დილას“ მწვრთნელი - ჩვენი გუნდის გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში შრომას და ბრძოლისუნარიანობას იხილავს #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასი | გორის „დილას“ მწვრთნელი - ჩვენი გუნდის გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში შრომას და ბრძოლისუნარიანობას იხილავს #1TVSPORT

გორის „დილას“ იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ თბილისის „იბერიასთან“ მოგებული (3:1) საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იყო.

„საქართველოთი და ქართული ფეხბურთით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. რა თქმა უნდა, „დილაში“ დანიშვნამდე ვნახე როგორც ჩვენი, ასევე სხვა გუნდების თამაშების ჩანაწერები, მაგრამ ცოცხლად ნანახით უფრო კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება მოგებას, ეს მცირე დროში ჩემი და ჩემი სამწვრთნელო სტაფის მიერ გაწეული მუშაობის შედეგი იყო. თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალში უფრო მეტი წარმატება იქნება.

პირველივე მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებაში, უპირველესად, შრომა და ბრძოლისუნარიანობა დაგვეხმარა, რასაც „დილას“ გულშემატკივარი ყველა შეხვედრაში იხილავს“.