საქართველოს სუპერთასი | გორის „დილამ“ ნახევარფინალში „იბერია“ დაამარცხა - თბილისელებმა 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასი | გორის „დილამ“ ნახევარფინალში „იბერია“ დაამარცხა - თბილისელებმა 30-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს #1TVSPORT

საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ გასული სეზონის მესამეადგილოსანს, გორის „დილას“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა „იბერიამ“ კარგად დაიწყო და მე-19 წუთზე დაწინაურდა. გურამ გოშთელიანის გადაცემის შემდეგ იური ტაბატაძემ მცველი ჩამოიშორა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა.

გორელებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს – 21-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე აბუბაქარ კონტე მცველს გასცდა და ბურთი ბასინგას გადააწოდა, რომელმაც ახლოდან გაიტანა.

თამაშის გმირი ოთარ ფარულავა გახდა – მან ჯერ პენალტი მოიპოვა (რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად დაარტყა), 79-ე წუთზე კი შესანიშნავი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამით „იბერიის“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.

სუპერთასის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა – 27 ივნისს მეორე ნახევარფინალში ვიცე-ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის მფლობელს, „სპაერს“ დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები 2 ივლისს ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის მატჩს პირველ ივლისს გამართავენ.