საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება - ტიტულისთვის ევროტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება - ტიტულისთვის ევროტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ #1TVSPORT

საქართველოს სუპერთასი ამიერიდან ახალი ფორმატით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„დღეს განხილვის საკითხი საქართველოს სუპერთასის გათამაშებაც იყო. ამიერიდან მისი ფორმატი შეიცვლება და ახალი სისტემით გაიმართება – სუპერთასისთვის 4 გუნდი იბრძოლებს და იქნება ნახევარფინალები და ფინალი. მინიტურნირში ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული ითამაშებს. ეს ევროთასებზე გასული გუნდებისთვის საინტერესო თამაშები იქნება და მათ ევროტურნირების მატჩებისთვის კარგად მომზადებაშიც დაეხმარება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

2023 წლის სუპერთასის გათამაშება ზაფხულში, ევოროთასების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყებამდე გაიმართება. ცნობილი გახდა ნახევარფინალური წყვილების ვინაობა – „დილა“-„დინამო“ (თბ), „ტორპედო“ „დინამო” (ბთ).

წყვილში გამარჯვებული გუნდები ფინალში ითამაშებენ დამარცხებულები კი მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.