საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე იტალიაში ჯანი მერლოს შეხვდა #1TVSPORT
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე იტალიაში ჯანი მერლოს შეხვდა #1TVSPORT

მსოფლიოს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, ჯანი მერლოს მიწვევით, საქართველის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიგა გვენცაძე, ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა ბარათაშვილი და გენერალური მდივანი ზურაბ თალაკვაძე იტალიის ქალაქ ვიჯევანოში, AIPS-ის ოფისში ჯანი მერლოს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელმაც ოთხ საათს გასტანა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის AIPS-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მომავალი წლის კონგრესის მსვლელობისას გაიმართება.

საარჩევნო კონგრესის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა მიმდინარე წლის 13-17 მაისს მაროკოში დაგეგმილ კონგრესზე გაირკვევა.