საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სომეხ კოლეგას შეხვდა #1TVSPORT

17:07, 07.10.2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

შალვა გოგოლაძემ და ჟანა ანდრეასიანმა ორ ქვეყანას შორის მაღალი მიღწევებისა და მასობრივი სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა სპორტული მედიცინისა და სპორტის მეცნიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც.

მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანაში 2029 წელს ერთობლივად გასამართი 20-წლამდელთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები, საქართველოსა და სომხეთში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ სომხეთში შალვა გოგოლაძის ვიზიტი დაიგეგმა.

მსგავსი