საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ევროპული თამაშების ნახევარფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ევროპული თამაშების ნახევარფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა და 5:31 დამარცხდა.

პორტუგალიელებმა პირველ ტაიმში ოთხი ლელო დადეს, რომელთაგან სამი შედეგიანად გარდასახეს და ტაიმი 26:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს მდგომარეობის გამოსწორება გაუჭირდა, მატჩის ბოლოს მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხა და საბოლოოდ 5:31 დამარცხდა.

ქართველი მორაგბეები ბრძოლას მე-5 მე-8 ადგილებისთვის განაგრძობენ და 27 ივნისს ბელგიის ნაკრებს შეხვდებიან.

დღესვე შვიდკაცა რაგბის ტურნირზე კიდევ სამი მეოთხედფინალი გაიმართა:

ირლანდია – ბელგია 26:12

ესპანეთი – იტალია 36:7

დიდი ბრიტანეთი – გერმანია 14:10

ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ირლანდია – პორტუგალია

ესპანეთი – დიდი ბრიტანეთი