საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციამ ახალი სეზონის გეგმა წარადგინა
საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციამ ახალი სეზონის გეგმა წარადგინა

საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციამ, მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის ზამთრის სეზონზე დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

2018-2019 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციამ ზაფხულიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრები ზაფხულსა და შემოდგომაზე ავსტრიის ცნობილ კურორტზე -ჰინტერტუქსში ემზადებოდა. ნოემბერ-დეკემბერში ქართველი სპორტსმენები ევროპაში იმყოფებოდნენ და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც წარმატებულად იასპარეზეს და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.

2019 წლის მარტში, გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით გამართულ შეჯიბრებასა და ევროპის თასის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფრისტაილსა და სნოუბორდში. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს, ორ დისციპლინაში გუდაურსა და ბაკურიანში გაიმართება.

წლევანდელ საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპებზე მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრები გუნდები,  გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები.

უკვე გაიმართა საქართელოს თასის პირველი ეტაპი, რომელიც მესტიაში ჩატარდა და გამარჯვებულები, როგორც ვაჟთა ასევე გოგონათა შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაშ გამოვლინდნენ.

მომდევნო ღონისძიებების განრიგი კი ასეთია :

– საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპების ჩატარება – ბაკურიანი 19-20 იანვარი, გუდაური 1-2 თებერვალი, გუდაური 3-4 აპრილი;

– 2019 წლის 20 იანვარს გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საერთაშრისო დღე აღინიშნება;

– 2019 წლის თებერვალი – არეს სამთო-სათხილამურო და 2019 წლის პარქ სიტის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატები;

– საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები (5 სპორტსმენი) 2019 წლის არეს სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. (10-17 თებერვალი).

– საქართველოს სათხილამურო და სნოუბროდი ფრისტაილის ნაკრების წევრები 2019 წლის ფარქ სიტიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. (1-10 თებერვალი).

– საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრები (5 სპორტსმენი) ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. (თებერვალი)

– 9-10 და 16-17 მარტი გუდაური –  FIS-ის სათხილამურო და სნოუბორდი ფრისტაილის 2019 წლის  ევროპის თასის ეტაპები.)

– 27 დეკემბერს საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ასევე წარადგენს ახალ ლოგოს, რომელიც მუშაობის პროცესშია და მომდევნო წლების მანძილზე ყველა კომუნიკაციაში იქნება გამოყენებული.

დატოვე კომენტარი