საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში „ბათუმი“ დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში „ბათუმი“ დაწინაურდა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში „ბათუმმა“ საკუთარ მოედანზე თსუ 81:76 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

ბათუმელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულით მირინ ტომასი იყო, 19 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, ხოლო 17 – აკაკი დვალიშვილს.

რაც შეეხება თსუ-ს, 20 ქულით საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე გახლდათ, მატჩი 16 ქულით დაასრულა ამერიკელმა ლეგიონერმა, მაკალეიმ.

სერიის მეოთხე მატჩშიც 28 მაისს ბათუმში ჩატარდება. თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, ისტორიაში პირველად გახდებიან საქართველოს ჩემპიონები.